...

...

суббота, 19 октября 2013 г.





პროექტის წარმდგენი ჯგუფის სახელი:

გელათის საჯარო სკოლა

საკონტაქტო მისამართი:


ტყიბულის მუნიციპალიტეტი,  სოფელი გელათი


მობილური ტელეფონი,
ელ-ფოსტა:


+995 579 749 109

პირი, რომელმაც ეს ფორმა შეავსო:
(სახელი და გვარი, ასაკი)


თამარ მაწკეპლაძე, 16 წლის










1.     ჩვენი იდეის დეტალურად აღწერა, გაკეთებას ვაპირებთ პროექტის ფარგლებში:
ჩვენს   სკოლაში ირიცხება 106    მოსწავლე. მათ შორის  არიან  სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე  ბავშვები, რომლებსაც ახასიათებთ სმენადაქვეითებულობა, გონებრივი ჩამორჩენა, ფსიქიკური განვითარების შეფერხება, ჰიპერაქტიულობა  და მეტყველების პრობლემები.  
სკოლის ადმინისტრაცია, სკოლის მოსწავლეთა თვითმართველობა,    კლასში შემსვლელი საგნის მასწავლებლები  მაქსიმალურად ცდილობენ ამ მოსწავლეების სასარგებლოდ  სწორად დაგეგმონ გაკვეთილები, მოხდეს მათი მაქსიმალური ჩართვა სასწავლო პროცესში და სოციალური ინტეგრაცია, მაგრამ აუცილებელია:
1.      ჩვენი თაოსნობით მოხდეს მშობლებისა და სხვა მოსწავლეების ინფორმირება სკოლაში ინკლუზიური განათლების დანერგვასთან დაკავშირებით (მოვაწყობთ აქციას ,,ვისწავლოთ ერთად’’, ვაჩვენებთ ფილმებს, დავარიგებთ ბუკლეტებს, რომელშიც კარგად იქნება ასახული ყველა ის საკითხი, რაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უკავშირდება).
2.      სკოლაში შეიქმნას ინკლუზიური განათლებისათვის უფრო შესაფერისი, კეთილგანწყობილი გარემო, რომელიც აღჭურვილი იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა მოთხოვნებისა და მოთხოვნილებების შესაბამისად.
3.      დაიგეგმოს და განხორციელდეს შესაბამისი ღონისძიებები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სხვა მოსწავლეებთან ერთად სსსმ მოსწავლეები (ზოგიერთ მათგანს შეუძლია სიმღერა, ცეკვა, ხატვა). 
4.      შევიძინოთ რესურსები, სხვადასხვა სახის განმავითარებელი,  დამხმარე მასალები: ასაწყობი კონსტრუქციები, მრავალფეროვანი და თემატურად შერჩეული ილუსტრაციები, რომელსაც მასწავლებლები მაქსიმალურად გამოიყენებენ საგაკვეთილო პროცესში.
5.    უფროსკლასელთა მიერ სსსმ მოსწავლეებისათვის სასკოლო პროექტის ფარგლებში დამზადდება მრავალფეროვანი თვალსაჩინოება. 

1.     ვისთვის და რა სარგებელს მოიტანს ჩვენი პროექტის განხორციელება
Ø  უპირველესად ჩვენი პროექტი სარგებელს მოუტანს სსსმ მოსწავლეებს, მათ აუმაღლდებათ  სწავლისადმი მოტივაცია და სხვა მოსწავლეებთან ერთად  მიიღებენ  აუცილებელ საბაზისო ცოდნას, მოხდება  საზოგადოებაში მათი ინტეგრაცია.
Ø   სკოლის ყველა მოსწავლეს  (მათ შორის სსსმ მოსწავლეებს),  ჩამოუყალიბდებათ სოციალური უნარ-ჩვევები,  აუმაღლდებათ სოციალური ცნობიერება, გაუმჯობესდება მოსწავლეთა შორის ურთიერთდამოკიდებულება.
Ø  მასწავლებლებს,  ისინი ხარისხიანად წარმართავენ ჩვეულებრივ საგაკვეთილო პროცესს.
Ø  საზოგადოებას, დაიმცხვრევა ცრუ შეხედულებები, რომლებიც  თან სდევს შშმ ადამიანების არსებობას საზოგადოებაში.

2.     სად გაიმართება ჩვენი პროექტი
პროექტი  განხორციელდება გელათის საჯარო სკოლის ბაზაზე
3.     ჩვენი ჯგუფის გარდა, რამდენი და რა ასაკობრივი ჯგუფის ადამიანი მიიღებს სარგებელს ამ პროექტიდან


4.     როდის დაიწყება და დასრულდება პროექტის განხორციელება
პროექტის  განხორციელდება დაიწყება ახალი სასწავლო წლიდან (შევიძენთ ყველა რესურსს, დავგეგმავთ ყველა ღონისძიებას, რომელშიც ჩართული იქნება შშმ მოსწავლეებიც) და გაგრძელდება  ერთი სასწავლო წელი.

5.     ჩვენი ჯგუფის გარდა, იმ ადამიანთა მონაცემები, ვინც ჩართულები იქნებიან პროექტის განხორციელებაში (სახელი, გვარი, რა როლს ითამაშებენ და როგორ შეუძლიათ ჩვენი დახმარება)
გელათის  საჯარო სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები:

1.      ელისო მაწკეპლაძე - სკოლაში ინკლუზიური განათლების კოორდინატორი, მეთერთმეტე კლასის ხელმძღვანელი (კონსულტაციებს გაგვიწევს ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებით,  დაგვეხმარება ისეთი ღონისძიებების დაგეგმვა-მოწყობაში, რომელშიც ჩაერთვებიან სსსმ მოსწავლეები)
2.      ფატი ბიბილეიშვილი -
3.      ქეთევან მაწკეპლაძე -  იმ კლასის ხელმძღვანელები, რომლებშიც სწავლობენ სსსმ მოსწავლეები
4.      იამზე ცირეკიძე - (დაგვეხმარებიან ისეთი ღონისძიებების დაგეგმვა- მოწყობაში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სსსმ  მოსწავლეებიც.